მე-10 მოწვევის პარლამენტი

კახიშვილი გახარიას: ცუდი არ იქნება, თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება

იქნებ რამე გეგმა გვქონდეს ჩვენ ქუჩის სპორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მერია ძალიან ბევრ სკვერს და სტადიონს აშენებს თბილისის უბნებში, მაგრამ ცუდი არ იქნება, თუ ამავდროულად ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება. არ არსებობს, სადაც არის სკვერი და სტადიონი, იმ კორპუსში ერთი მწვრთნელი არ ცხოვრობდეს და რაღაც სიმბოლური თანხით თავის ბავშვებს ამეცადინებდეს საღამოობით. ეს იქნება კარგი და, მე ვფიქრობ, უფრო მეტ ტალანტს აღმოვაჩენთ.

ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, კახა კახიშვილმა პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი გახარია. 

კომენტარები