პოლიციელი

პოლიციელმა ბავშვი ჯერ მოძალადეებისგან იხსნა, შემდეგ კი იშვილა

კანონის დამცველმა და ბავშვმა ერთმანეთი 2018 წელს გაიცნეს. გამოძახებაზე მისულმა ოფიცერმა კაილას სხეულზე ძალადობის კვალი შენიშნა. მოძალადე მეურვეები დააპატიმრეს, ხოლო გოგო საავადმყოფოში ზაკმა საკუთარი ხელით მიიყვანა

არიზონელმა პოლიციელმა ბრაიან ზაკმა პატარა კაილა იშვილა. 

კანონის დამცველმა და ბავშვმა ერთმანეთი 2018 წელს გაიცნეს. გამოძახებაზე მისულმა ოფიცერმა კაილას სხეულზე ძალადობის კვალი შენიშნა. მოძალადე მეურვეები დააპატიმრეს, ხოლო გოგო საავადმყოფოში ზაკმა საკუთარი ხელით მიიყვანა. 

მოგვიანებით სოციალური სამსახურის თანამშრომლებს კაილასთვის ახალი მეურვის პოვნა გაუჭირდათ, პოლიციელმა და მისმა ცოლმა ბავშვი დროიებით თავისთან შეიფარეს. დროსთან ერთად ორი შვილის მშობლებმა გოგოს შვილება გადაწყვიტეს.

"მოსვლიდან მეორე დღეს ჩემს ცოლს "დედას" ეძახდა. ერთ კვირაში მეც "მამა" გავხდი. კვირები ისე გადიოდა არ ვიცოდით ბიოლოგიურ მშობლებს დაუბრუნდებოდა თუ ახალ მეურვეებს. ჩვენი ერთადერთი მიზანი მასზე ზრუნვა და მისდამი სიყვარულის გამოვლინება იყო. რაღაც მომენტში მივხვდით რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ შეგვიძლია და შვილებაზე საბუთები შევიტანეთ, საბედნიეროდ დადებითი პასუხი მივიღეთ". – ამბობს ზაკი.

 

 

კომენტარები