დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენისა და შემთხვევების მატების გამო, 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ კოვიდ-განგაშის ახალი, მეოთხე დონის სისტემა "Tier Four" ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:
- აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით;
- სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;
- სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
- ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი და გასართობი იხურება;
- პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ;
- აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამი დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ "მხარდამჭერი წრის" წევრების მონახულება;
საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება.
კორონავირუსის ახალი შტამის გამო დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები მკაცრდება. როგორც ბორის ჯონსმა თქვა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი 70%-ით უფრო გადამდებია. ლონდონში ინფიცირების შემთხვევების 60%-ში ვირუსის ახალი შტამი გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებდან დღემდე დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის 2 004 219 შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 67 075 ადამიანი.