კრიმინალი

შსს: 29 წლის კაცი, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული გ.მ. რომელიც გლდანში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ., რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება.

პოლიციელებმა გ.მ.-სთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად შეძლეს სიტუაციის დროულად განმუხტვა და მისი  დაკავება.". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები