არჩევნები 2020

სააკაშვილი ვაშაძეზე: ყველას არ შეუძლია, ბრძოლის წინა ხაზზე იყოს

რა მნიშვნელობა აქვს [ვინ იყვნენ ოდიოზური ფიგურები] ბოდიშს ვიხდი, ქართველ ხალხს სულ ფეხებზე ჰკიდია ეს შენი ინტრიგები. [...] რა ში აინტერესებს ქართველ ხალხს, ვინ რომელ სავარძელზე ზის სადღაც ოპოზიციაში? არც უნდა აინტერესებდეს.

[...] არ იყო მოულოდნელი, რომ გრიგოლ ვაშაძე დაღლილი იყო პოლიტიკით. არ იყო მოულოდნელი, რომ ბრძოლის ამ ეტაპისთვის, რომელიც არის ბრძოლა, პრაქტიკულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბრძოლა, დაკავშირებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან, უსამართლობასთან, ბრძოლა ბოლომდე, შეუთავსებოლობასთან და არაღიარებასთან უკანონო რეჟიმის, რომელმაც მოიპარა არჩევნები საქართველოში, ახლა ყველა ადამიანს არ შეუძლია, ვერ მოთხოვ, რომ ამ ბრძოლის წინა ხაზზე იყოს, მიუხედავად ყველანაირი დამსახურებისა.

ამბობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძეზე მთავარი არხის ეთერში. ვაშაძემ ენმ-ძალა ერთობაშია დატოვა. ვაშაძე ენმ-ს დატოვების მიზეზად ასახელებს "პარტიული სტრატეგიის არარსებობას", პარტიის გარშემო და შიგნით "ოდიოზური ფიგურების" გამოჩენას, "ელჩების წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმისა და შეურაცხყოფის კამპანიას" და "სხვა პრობლემებს".

კომენტარები