თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მერმა ღვანკითის სპორტული მოედნის გასახდელი დაათვალიერა

თერჯოლის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, ღვანკითის სპორტულ მოედანზე აშენებული გასახდელი დაათვალიერა - ინფორმაცია და ამის ამსახველი ფოტო თერჯოლის მუნიციპალიტეტმა გაავრცელა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გასახდელი ახალგაზრდების მოთხოვნითა და მათი ჩართულობით აშენდა.

"წინასაარჩევნო შეხვედრების დროს კი ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად გასახდელის მოწყობა დაასახელეს. შესაბამისად, მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და მასალა გადავეცით". - თქვა ლაშა გოგიაშვილმა.

კომენტარები