ზუგდიდი

ზუგდიდში კლინიკის მეოთხე სართულიდან კაცი გადმოხტა – ის ადგილზევე გარდაიცვალა 

radiotavisupleba.ge

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მეოთხე სართულიდან გვიან ღამით პაციენტი გადმოხტა – ის ადგილზევე გარდაიცვალა. კლინიკის ექიმის ცნობით, ის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მეორე დღეს კლინიკიდან მისი გაწერა იგეგმებოდა.

"შუა ხანს გადაცილებული მამაკაცი ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობდა თავის ტვინის კეროვანი ტრავმის დიაგნოზით. მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და მეორე დღეს იგეგმებოდა პაციენტის გაწერა. თუმცა, მოულოდნელად ღამის საათებში ავადმყოფი სუიციდის მიზნით გადახტა მეოთხე სართულიდან. სამწუხაროდ, ის ადგილზევე გარდაიცვალა". – ამბობს ექიმი. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები