ბნელი რაინდი

"ბნელ რაინდს" აშშ-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

Digital Spy

აშშ-ს ეროვნულმა საბჭომ "ბნელ რაინდს" და კიდევ 24 მხატვრულ ფილმს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. 

1988 წლიდან აშშ-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ფილმები კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება. ამ დროისთვის ბიბლიოთეკაში 800 სურათია მოხვედრილი, მათ შორის არის "ფორესტ გამპი", "ნათლია", "საუზმის კლუბი" და "კლერკები".

"ბნელი რაინდი" ბეტმენის შესახებ გადაღებული კრისტოფერ ნოლანის ტრილოგიის მეორე ნაწილია, რომელმაც 2010-იანი წლების საკულტო ფილმის სტატუსი მალე მიიღო. გოთემის მცველი კრისტიან ბეილიმ ითამაშა, მთავარი ბოროტმოქმედი ჯოკერი კი ჰით ლეჯერმა, უკანასკნელმა გარდაცვალების შემდეგ როლისთვის ოსკარი მიიღო.

25 ახალი ფილმის სია, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკაში წელს მოხვდა ასე გამოიყურება:

"ასწლეულის ბრძოლა"

"ძმები ბლუზები"

"პური"

"ბუენა ვისტას სოციალური კლუბი"

"ქოხი ცაში"

"მექანიკური ფორთოხალი"

"ბნელი რაინდი"

"ეშმაკს არასდროს ძინავს"

"თავისუფლებისთვის მებრძოლნი"

"ბრიოლინი"

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია "დედამიწა"

"ქარიშხლის მბრძანებელი"

"ილუზიები"

"სიხარულისა და იღბალის კლუბი"

"საბავშვო რბოლა"

"მინდვრის ყვავილები"

"დაკარგო პოზიცია"

"ადამიანი ოქროს ხელით"

"მაუნა კეა"

"შეურაცხყოფა"

"შრეკი"

"სასპენსი"

"სვიტ სვიტბეკი"

"ვოთსთექსი"

"დედამიწის გარშემო ვიდეოკამერითა და მანქანით"

 

 

კომენტარები