აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეების გაცვლა დაიწყეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ომის ტყვეების გაცვლა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

მთიანი ყარაბაღის რეგიონის ომში დაპირისპირებული სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ ტყვეებს გაცვლიან პრინციპით "ყველა ყველაში".

14 დეკემბერს სომხეთის ვიცეპრემიერმინისტრმა, ტუგრამ ავინიანმა, თქვა, რომ 44 სომეხი პატიმარი უკვე სომხეთში დააბრუნეს. 

ასევე, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავით 12 აზერბაიჯანელი ტყვე ჩაიყვანეს ბაქოში.

რამდენიმე დღის წინ ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ტყვეების გაცვლა არამხოლოდ ომის მიმდინარეობისას დატყვევებულ პირებს, არამედ იმ პირებსაც უნდა შეეხოს, ვინც ომის დაწყებამდე ჩავარდა ტყვედ.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები