ენმ

წულუკიანი ვაშაძეზე: მისი კრიტიკა ყოველთვის იყო ნაკარნახევი იმით, რა სჯობს ქვეყნისთვის

8 მარტის შეთანხმება სანამ იქნებოდა მიღწეული, შესაძლებლობა მქონდა პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ორ რაუნდში მიმეღო მოლაპარაკებებში მონაწილეობა და იქ გავიცანი პირველად ბატონი გრიგოლ ვაშაძე. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, ამას პირველად არ ვამბობ, იქ წარმოდგენილი ოპოზიციის წევრებიდან ბატონი გრიგოლი ყოველთვის იყო მწვავე, ყოველთვის იყო პრინციპული, მაგრამ მის ყოველ მწვავე კრიტიკას, ქართული ოცნების ქარცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა ხოლმე თან ის რაღაც, რაც იშვიათად დამინახავს ოპოზიციის სხვა წევრებში. იტყოდა ძალიან უსიამოვნო რამეს ჩემი ყურებისთვის, ქართული ოცნების მოსასმენად, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ნათქვამი რაღაც ფორმით. ეს ყოველთვის იყო ნაკარნახევი არა ვიწროპარტიულით, არამედ უფრო იმით, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის. ეს ყოველთვის ასე იყო. რაც არ უნდა არ მომწონდეს ის, რაც არ უნდა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს, ეს ნამდვილად ასე იყო...

ქართული ოცნების დეპუტატი, თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვებას ეხმაურება. პარტიის თავმჯდომარემ ენმ დღეს, 15 დეკემბერს დატოვა და ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.

კომენტარები