მიწისძვრა

საქართველოს საზღვრიდან 22 კილომეტრში კიდევ ერთი, 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 22 კილომეტრში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.5 მაგნიტუდა იყო.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ჩეჩნეთში, თბილისის დროით 15:34 საათზე მოხდა. 

მიწისძვრა ასევე მოხდა 13 დეკემბერს, თბილისის დროით 01:29 საათზე საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში. მისი სიმძლავრე 5 მაგნიტუდა იყო.

კომენტარები