2020 წელს გარდაცვლილები

80 წლის ასაკში ლოტბარი თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში ლოტბარი თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ადასტურებენ, სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ქევხიშვილი 1963-1976 წლებში ანსამბლ "გორდელას" ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო. 80-იან წლებში მღეროდა ანსამბლ "რუსთავში". წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს.

2013 წელს ფონდმა "ქართული გალობა" საუკუნის ხმის წოდება მიანიჭა. იყო საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის მფლობელი.

კომენტარები