ჩვენ დღეს 4 673 ინფიცირებული გვყავს, აქედან 1 100 გამოვლენილია PCR ტესტით, 3 573 –ანტიგენის ტესტით. გასულ 24 საათში ჩატარებულია 16 646 ტესტი, აქედან 11 400 – ანტიგენით და 5 – 246 PCR ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი მთლიანად გვქონდა 10%. ბოლო 2 კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ მცირდება, 32-31% გვქონდა, ბოლო 2 დღეა გვაქვს 28%, ანუ დინამიკა დადებითობის პროცენტისა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული ინდიკატორია იმისა, რომ სტაბილიზაციის ელემენტები ამ პიკში უკვე გამოჩნდა. დღეს გამოჯანმრთელდა 4 000-მდე ადამიანი, გამოჯანმრთელების პროცენტი არის 83, რაც კარგია...
გამყრელიძე: COVID 19-ზე დადებითობის მაჩვენებელი მცირდება, სტაბილიზაციის ელემენტები გამოჩნდა
tbl.ge/5ar9
დაკოპირდა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.




