დიდ ბრიტანეთში ახალ კორონავირუსზე ვაქცინა პირველად 90 წლის ქალმა, მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში გაიკეთა.
მარგარეტ კენანს მომავალ კვირას 91 წელი შეუსრულდება და როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის საუკეთესო დაბადების დღის საჩუქარია.
Pfizer BionTech-ის ვაქცინას ბრიტანეთში თვის ბოლომდე 4 მილიონი ადამიანი გაიკეთებს. თავდაპირველად, მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, 80 წელს გადაცილებულები და სამედიცინო პერსონალი აიცრება.
დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინა გამოიყენა, მას შემდეგ, რაც ის გასულ კვირას ოფიციალურად გამოყენებისთვის დაამტკიცეს.
ვაქცინაცია სავალდებულო არაა.