ევროპული საქართველო

უგულავა: ზოგიერთი ამბობს, აბა, ხაჭაპური ვაცხოო? შედი მაშინ პარლამენტში

პირდაპირ ქართულ ოცნებაში შესვლას ნიშნავს ამ პარლამენტში შესვლა, ვინც არ უნდა შევიდეს, თავს დაიღუპავს და, აჰა, აიღოს და შევიდეს. რაც უნდა, ის უქნია, ვინმე კი არ აკავებს. მართლა საბავშვო ბაღს ხომ არ უნდა დაემსგავსოს, პარლამენტარობას აპირებ. თუ ვინმეს უნდა, ადგეს და შევიდეს, მაგის დედაც ვატირე, ვინ ოხერი აკავებს?! შევიდეს და დაემსგავსება კობახიძეს და ვოლსკის და იქნება კიდევ უფრო საზიზღარი მონა ბიძინა ივანიშვილის.

[...] ყველაფერს ვუშვებ. ადამიანები ვართ და ვხედავთ, რომ ზეწოლაა და იქიდან ექაჩებიან და რაღაც მამაძაღლობებს ვხედავთ. ახლა რატომ დავფარო? არ დავფარავ, იმიტომ, რომ ეგრეა. მამაძაღლობები მიდის. გამოდით და თქვით, რომ მინდა შესვლა და შედით, ოღონდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეთ ამაზე. მომდევნო 4 წელიწადი ქუჩაში გამვლელი ადამიანი რომ დაგინახავს, თვალებში რომ შეგაფურთხებს, უნდა დახარო თავი და კი ბატონო, ჩემი იპოთეკის პრობლემა მქონდა და შევედი პარლამენტშიო, თქვა. შედი, თუ მარტო იპოთეკის ჭმუნვაა ეს ქვეყანა და "აბა, მე სახლში დავჯდე და ხაჭაპური ვაცხო", მაშინ შედი. იმიტომ, რომ არც შენი პოლიტიკა და არც შენი ხაჭაპური არავის აღარ უნდა...

ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. საუბარი ოპოზიციის ბოიკოტს შეეხებოდა და იმას, რამდენად ერთიანია პოზიციები ოპოზიციურ პარტიებში პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები