NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კოსმოსური მისია

იაპონური კოსმოსური ხომალდიდან გამოგზავნილი ასტეროიდის ნიმუში დედამიწაზე დაეშვა [PHOTOS]

ორშაბათი, 7 დეკემბერი, 2020 - 16:17
tbl.ge/5aow
დაკოპირდა
ხანრგძლივი ექსპოზიციით გადაღებულ ფოტოზე ჩანს დედამიწის ატმოსფეროში შემოსული კაფსულის მიერ დატოვებული მანათობელი კვალიAFP
JAXA-ს მეცნიერი ჰაიაბუსას2-იდან გამოგზავნილი კაპსულით ხელში, 6 დეკემბერიJAXA
ასტეროიდ რიუგუზე დაშვების შემდეგ გადაღებული ფოტო, 11 ივლისი 2019JAXA
ჰაიაბუსა2-ის მიერ გადაღებული ასტეროიდ რიგუს სურათი, 11 ნოემბერი, 2019JAXA
მაყურებლები ესწრებიან დედამიწაზე კაპსულის დაშვების ტრანსლაციას საგამიჰარაში, 6 დეკემებრი, 2020Kyodo News
კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ილუსტრაცია, რომელიც აჩვენებს ხომალდ ჰაიაბუსა2-ს ასტეროიდ რიუგუს ახლოსJAXA

კვირას, 7 დეკემბერს იაპონური კოსმოსური ხომალდიდან, ჰაიაბუსა2-იდან გამოგზავნილი კაფსულა ავსტრალიაში წარმატებით დაეშვა. კაფსულა ასტეროიდ რიუგუზე მოპოვებულ ნიმუშებს შეიცავს. პირველადი შემოწმების შემდეგ შემდგომი კვლევებისთვის მას იაპონიაში გაგზავნიან.

კოსმოსური ხომალდი ჰაიაბუსა2 დედამიწიდან 2014 წლის 3 დეკემბერს გაუშვეს. დედამიწიდან 300 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდ რიუგუმდე მან 2018 წლის ივნისში ჩააღწია. ასტეროიდის სიახლოვეს ხომალდმა წელიწადნახევარი გაატარა, რიუგუზე ორჯერ დაეშვა და ასტეროიდზე მიწისა და ქვების ნიმუშები შეაგროვა. აღსანიშნავია, რომ კოსმოსური მისიების ისტორიაში პირველად ჰაიაბუსა2-მა შეძლო, ასტეროიდის წიაღიდან მოეპოვებინა ნიმუშები. 

ასტეროიდებიც, პლანეტების მსგავსად, მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობენ, თუმცა, პლანეტებზე გაცილებით მცირე ზომის არიან. მზის სისტემაში ისინი ერთერთ ყველაზე ძველ ობიექტების ჯგუფს წარმოადგენენ და მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასტეროიდების შესწავლით შეიძლება მინიშნებების პოვნა იმაზე, თუ როგორ განვითარდა სიცოცხლე დედამიწაზე.

მეცნიერები ამბობენ, რომ ნიმუშები, რომლებიც ასტეროიდის წიაღში იყო მოპოვებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათზე 46 მილიარდი წლის განმავლობაში გავლენა არ ჰქონია კოსმოსურ რადიაციასა და სხვა გარემო ფაქტორებს. მეცნიერები განსაკუთრებით არიან დაინტერესებული ასტეროიდიდან ჩამოსულ ნიმუშებში ორგანული ნივთიერებების შესწავლით. ასეთი კვლევის შედეგად, შეიძლება ცნობილი გახდეს, როგორაა მზის სისტემაში განაწილებული ორგანული ნივთიერებები, ჰქონდათ თუ არა მათ გავლენა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაზე და თუ კი, რა გავლენა. იაპონიის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს (JAXA) პრეზიდენტი ჰიროში იამაკავა თვლის, რომ ასტეროიდიდან ჩამოტანილი ნიმუშების ანალიზი მეცნიერებს დაეხმარება მზის სისტემის წარმოშობის შესახებ მეტის გაგებაში. გარდა ამისა, იმის ახსნაში, რა როლი ითამაშა წყალმა დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვაში. რიუგუდან ჩამოტანილი ნიმუშები მეცნიერებს ასევე მიაწვდის ინფორმაციას წარსულში ასტეროიდის შეჯახებებისა და მის თერმულ ისტორიაზე.  

დაახლოებით ერთწლიანი კვლევის შემდეგ JAXA ასტეროიდიდან ჩამოტანილ ნიმუშებს NASA-სა და სხვა საერთაშორისო მეცნიერებს გაუზიარებს. ნიმუშების 40% მომავალი კვლევებისთვის შეინახება. 

მას შემდეგ, რაც დედამიწიდან 220 000 კილომეტრით დაშორებულმა ჰაიაბუსა2-მა კაფსულა გამოგზავნა, ის ახალ მისიაზე გაგზავნეს. ხომალდი მცირე ზომის ასტეროიდისკენ, 1998KY26-ისკენ გაეშურა. ასტეროიდამდე ჩასასვლელად ჰაიაბუსა2-ს 11 წელი დასჭირდება.

JAXAჰაიაბუსა2Hayabusa2ასტეროიდირიუგუასტეროიდი რიუგუკოსმოსური მისიაასტეოროიდის ნიმუშებიიაპონიის ეროვნული კოსმოსური სააგენტო

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 24 ნოემბერი, 2021 - 12:41NASA-მ ასტეროიდის მიმართულების შესაცვლელად კოსმოსური მისია დაიწყო

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:32

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:23

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:08

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:19

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:09

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
3Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
4მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕