კოსმოსური მისია

NASA-მ ასტეროიდის მიმართულების შესაცვლელად კოსმოსური მისია დაიწყო

NASA-მ ასტეროიდის მიმართულების შესაცვლელად შექმნილი ტექნოლოგიების გამოსაცდელად ახალი კოსმოსური მისია დაიწყო. მისია დართსის მიზანია, შეამოწმოს რამდენად რთული იქნება ისეთი ასტერიდისთვის მიმართულების შეცვლა, რომლის მომავალში დედამიწასთან შეჯახების საფრთხე შეიძლება არსებობდეს.

კოსმოსური ხომალდი ობიექტ დიმორფოსს შეეჯახება და მეცნიერები შეამოწმებენ, რამდენად შეიცვლება ასტეროიდის სიჩქარე და მიმართულება. ეს ამ სახის პირველი მისიაა და მისი მიზანია, მომავალში დედამიწის ასტეროიდთან დაცვისთვის ინფორმაციის შეგროვება. ასტეროიდი დიმორფოსი დედამიწისითვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

რაკეტა ფალკონ 9, რომელსაც კოსმოსური ხომალდი დართსი გადააქვს, კალიფორნიიდან ოთხშაბათს გრინვიჩის დროით 06:20-ზე გაფრინდა.

"დართსი დიმორფოსის ორიბიტის პერიოდს სულ მცირედით შეცვლის. რაც სავსებით საკმარისი იქნება ისეთ შემთხვევაში თუ ასტეროიდი საკმარისად ადრე იქნება აღმოჩენილი" - თქვა კელი ფასტმა NASA-ს პლანეტარული თავდაცვის კოორდინაციის ოფისის წევრმა.

ასტეროიდები მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე მოძრავი სხეულებია, რომლებიც პლანეტებთან შედარებით გაცილებით მცირე ზომის არიან. იმ იშვიათ შემთხვევაში, თუ ასტეროიდის და დედამიწის ორბიტები ერთმანეთს გადაკვეთს ორი ციური სხეულის შეჯახება მოხდება. 

დართსის მისიის სამიზნე ასტეროიდების წყვილია, პატარა ასტეროიდი დიმორფოსი უფრო დიდი ასტეროიდის დიდიმოსის გარშემო ბრუნავს, ასტეროიდების ასეთ წყვილს ბინარი ჰქვია. დიდიმოსის დიამეტრი 780 მეტრია, ხოლო დიმორფოსის - 130 მეტრი.

დიმორფოსის ზომის ობიექტის დედამიწასთან შეჯახებისას ბირთვული ბომბის აფეთქებაზე გაცილებით დიდი ენერგია გამოიყოფა და ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. 300 და მეტი მეტრის დიამეტრის ობიექტებმა კი კონტინენტის მასშტაბის განადგურება შეიძლება გამოიწვიოს, მაშინ როცა 1 კილომეტრი დიამეტრზე დიდმა ობიექტი მთლიანად დედამიწას დააზარალებს.

დედამიწის გრავიტაციული ველის დატოვების შემდეგ დართსი მზის გარშემო საკუთარ ორბიტაზე დაიწყებს მოძრაობას და 2022 წლის სექტემბრისთვის დედამიწიდან 6.7 მილიონი მილის დაშორებით ბინარის ორბიტას გადაკვეტთს და დიმორფოსს დაეჯახება. შეჯახების დროს დართსის სიჩარე დაახლოებით 6.6 კმ/წ იქნება. ეს სიჩქარე საკმარისი უნდა იყოს, რომ ასტეროიდის სიჩქარე წამში მილიმეტრით შეცვალოს, რაც თავის მხრივ დიდიმოსის გარშემო დიმორფოსის ორბიტას შეცვლის. ასეთი ცვლილება შესაძლოა, ძალიან პატარაა, თუმცა საკმარის უნდა იყოს, რომ ობიექტის დედამიწასთან შეჯახების კურსი შეიცვალოს.

"გაცილებით უფრო მეტი პატარა ასტეროიდი არსებობს, ვიდრე დიდი და ყველაზე მოსალოდენლია, რომ თუ როდისმე ასტეროდიისგან საფრთხე შეგვექმნება, ეს დაახლოებით ამ [დიმორფოსის] ზომის ასტეროდიდი იქნება" - თქვა მიისიის წევრმა ტომ სტეიტლერმა.

2005 წელს კონგრესმა NASA-ს დაავალა, რომ დედამიწის სიახლოვეს 140 მეტრის დიამეტრზე დიდი ასტეროდების 90% აღმოეჩინათ და მათზე დაკვირვება დაეწყოთ. ამ კატეგორიის არცერთი ასტეროიდი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ამ ასტეროიდების მხოლოდ 40%-ია აღმოჩენილი.

დართსს თან აქვს კამერა დრაკო, რომელიც ასტეროიდებს სურათებს გადაიღებს და კოსმოსურ ხომალდ დაეხმარება დიმორფოსთან შეჯახების კურსი გაასწოროს.

სამიზნესთან შეჯახებამდე 10 დღით ადრე კოსმოსში გაუშვებენ პატარა, იტალიურ თანამგზავრს, LiciaCube-ს. თანამგზავრი შეჯახების სურათებს გადაიღებს.

დიდიმოსის გარშემო დიმორფოსის ორბიტის ცვლილებას დედამიწიდან ტელესკოპი გაზომავს.

სტეიტლერის განმართებით, მეცნიერებს ყველაზე მეტად აინტერესებთ რამდენად ეფექტიანად მოახერხებენ ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლას.

ბინარი ასეთი მონაცემების მოსაპოვებლად ძალიან კარგი სისტემაა. შეჯახებით დიდიმოსის გარშემო დიმორფოსის ორბიტა სავარაუდოდ 1%-ით შეიცვლება, რისი აღრიცხვისთვის რამდენიმე კვირა ან თვე იქნება საჭირო. მზის გარშემო, მარტო მოძრავი ასტეროიდთან დართსის შეჯახებისას სავარაუდოდ ასტეროიდის ორბიტა მხოლოდ  0.000006%-ით შეიცვლებოდა, რის აღრიცხვასაც რამდენიმე წელი დასჭირდებოდა.

კომენტარები