მიტროპოლიტი სტეფანი

როგორ აკუწა ნიანგივით გველეშაპი მეუფე სტეფანემ – მიტროპოლიტი ამბიონიდან სიზმრებს ჰყვება

მეძინა და ჩემ თავს ვხედავ, ჩემი სხეული ოღონდ მე თვითონ იქ კი არა ვარ, გარედან ვხედავ, სხეული და ზემოდან არის რაღაც ნიანგივით გველეშაპი, რაღაც ასეთი. აზის ასე, მთლიანად დაფარულია. არ ვიცი, მაძლევს ხმალს ვიღაც ახლობელი, აღარ მახსოვს. ხმალი არის ბავშვობაში, ჩვენთან სახლში ვთამაშობდით, ცოტათი ჟანგიანი, თვითონ ლაპლაპებს, მაგრამ პატარა ჟანგები აქვს, ანუ მაგარი ჟანგიანი არა.

ბავშვობაში მახსოვს, მქონდა. ახლა არც კი ვიცი სად არის. დამაჭერინა, მეთქი ამ ხმალს ჩავარტყამ, ისე არ გამოვიდეს იმას რომ ჩავარტყამ [ჩემი] სხეულიც არ მივაყოლო ზედ. ჩავარტყი ზომიერად და დავკუწე, ბოლოს ხელში ერთი რაღაც ნაწილი შემრჩა და გადავაგდე.

დილას ავდექი მშვიდად, რაღაც შინაგანად დამამშვიდებელი იყო.

თუ შეწევნაა, ადამიანს არ ტოვებს, შენ თუ უფალს მიენდობი, უფალი მოგეხმარება.

თქვა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას.

კომენტარები