არჩევნები 2020

მარგველაშვილი: მინახავს ქართული ოცნების მიერ არაერთი მოტყუებული პოლიტიკოსი

გეტყვიან რომ საქართველო არის გადასარჩენი, გეტყვიან, რომ კოვიდია, გეტყვიან, რომ უკეთესი მომავლისთვის უნდა ვიმუშაოთ. რასაც გინდა გეტყვიან, ყველაზე მეტად რაც შენ მოგწონს, იმას გეტყვიან. ესე ხდება და ესე მინახავს არაერთი პოლიტიკოსი ქართული ოცნების მიერ ასე მოტყუებული. ამ გამოცდილებით ვამბობ, მოაწერ ხელს ამ თაღლითობას და მერე აღარ გექნება უფლება მოითხოვო თავისუფალი სასამართლო იქნება ეს, თუ სხვა პროცესები. როგორც კი შენ შედიხარ ამ ვაჭრობაში, ხელის მოწერიდან ხარ წაგებული.

ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები