კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 070 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 476 მართვით სუნთქვაზეა

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 070 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 476 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.  

თბილისში 491 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 155, იმერეთში – 247. მართვით სუნთქვაზე თბილისში 214 ადამიანია, აჭარაში – 117, იმერეთში – 45. 

ბოლო 24 საათში საქართველოში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 5 068 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი. 4 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 152 704 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 126 904 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 425 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები