არჩევნები 2020

ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების ბუშტები დახეთქა

მთავარი არხი

ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე მომიტინგეებმა ბოძზე ბუშტები დაამაგრეს სხვადასხვა წარწერით. პოლიციამ ბუშტები იმწუთასვე ჩამოხსნა და დახეთქა, რამაც მცირე დაპირისპირება გამოიწვია პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის. 

ჩვეულებრივ ბუშტებთან ერთად მომიტინგეებმა მთავრობის სახლთან მდგარ ბოძზე გაბერილი ზვიგენისა და ზებრის ბუშტების დამაგრებაც სცადეს. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ცნობით, სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. 

"ბუშტის გაშვებას მოჰყვება შემდგომი დაუმორჩილებლობები. მათ უნდა გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმებში და მიეცათ ამის საშუალება. " – თქვა კოტე ანანიაშვილმა. 

ბათუმში მთავრობის სახლთან უკვე რამდენიმე დღეა, რაც აქციები გრძელდება. მომიტინგეები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. 

კომენტარები