ეკონომიკა

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა. ამგვარად, 2020 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა. 

მოსალოდნელია, რომ ახალი მასშტაბური შეზღუდვების ფონზე, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, კლება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში საფინანსო და სადაზღვევო სფეროების გარდა. 

ახალი რეგულაციების დაწესებამდე, მთავრობა წელს ეკონომიკის 5%-იან კლებას ვარაუდობდა, თუმცა, ახალი შეზღუდვების ფონზე მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ახლად დაწესებული შეზღუდვების ეკონომიკური ფასი მშპ-ს 0.7%-0.8%-ს შეადგენს.

მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი თვეების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იანვარი – 5.1% ზრდა;
  • თებერვალი – 2.2ზრდა;
  • მარტი – 2.7% კლება;
  • აპრილი – 13.5% კლება;
  • მაისი – 16.6% კლება;
  • ივნისი – 7.7% კლება;
  • ივლისი – 5.5% კლება;
  • აგვისტო – 5.3% კლება;
  • სექტემბერი – 0.7% კლება;
  • ოქტომბერი – 3.9% კლება;

კომენტარები