სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეული K-pop ჯგუფი BTS გრემიზე წარადგინეს [VIDEO]

სამხრეთ კორეული K-pop ჯგუფი BTS სიმღერისთვის "Dynamite" გრემიზე წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში გამოქვეყნებული სიმღერა, "Dynamite" ჯგუფის პირველი სიმღერაა, რომელიც სრულიად ინგლისურ ენაზეა შესრულებული. 

ჯგუფი გრემიზე საუკეთესო პოპ დუეტის ან ჯგუფის შესრულების კატეგორიაში წარადგინეს. BTS-სთან ერთად ამ კატეგორიაში ნომინირებულნი არიან ლეიდი გაგა, ტეილორ სვიფტი, ჯასტინ ბიბერი და სხვები და სხვები. BTS პირველი K-pop ჯგუფია, რომელმაც ეს ნომინაცია მიიღო

ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც ნომინაციის გაგების შემდეგ მათი რეაქცია ჩანს.

გრემის დაჯილდოება 31 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს BTS პირველი სამხრეთ კორეული პოპ-ჯგუფი გახდა, რომელიც გრემის დაჯილდოების ნომინანტი იყო. BTS ალბომი Love Yourself: Tear ნომინირებული იყო გრემიზე, როგორც საუკეთესო გარეკანის ალბომი, თუმცა ვერ გაიმარჯვა.

კომენტარები