მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს საჯაროდ მიწოდებდა

არასდროს დამავიწყდება 2007 წელი, როცა ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა, მაკკეინმა, პრაქტიკულად, დამგმო და თქვა, რომ მიშამ 7 ნოემბერს დაუშვა უხეში შეცდომა. მაშინ ბაიდენი კენჭს იყრიდა პრეზიდენტად და დებატებზე თქვა - შეიძლება, ვიკამათოთ, სააკაშვილმა დაუშვა თუ არა შეცდომა, მაგრამ მანდ რომ რუსეთი აფათურებს ხელს და უთხრის ძირს, ამას რა წყალი გაუვაო. შემდეგ, როდესაც 2008 წლის თავდასხმა მოხდა ჩვენზე, ობამამ პირველი განცხადება გააკეთა ძალიან ნეიტრალური, ეგრევე მისი რეიტინგი დაეცა ოთხი-ხუთი პროცენტით, დაიწყო მათ რიგებში პანიკა, ამასობაში კი ჩამოვიდა ბაიდენი, რომელიც ჯერ არ იყო ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი. ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი, გადავეხვიეთ, ჩამოგვიტანა წინადადება მილიარდი დოლარის დახმარების, რომელიც შემდეგ განვახორციელეთ კიდეც. როგორც კი დაბრუნდა, რამდენიმე დღეში, მას შესთავაზეს ყოფილიყო ობამას ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი და მე დარწმუნებული ვარ, გარკვეული ფაქტორი ამაში იყო მისი ოპერატიული და სწორი რეაგირება საქართველოზე.

ამიტომ, მისი ბედი, გარკვეულწილად, საქართველოსთან არის დაკავშირებული, საქართველოს ბედი კი - მასთან. ის იყო ძალიან ახლო მეგობარი ჯონ მაკკეინის, რომელიც იყო ჩვენი მთავარი დამცველი და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ჩვენს მეგობრად. ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც მე საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს. ჯორჯ ვაშინგტონი კი არის ამერიკის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და ამერიკელისგან უფრო მეტი კომპლიმენტი არ შეიძლება იყოს. ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა ვარდების რევოლუციას და მისთვის ფასეულობები ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს...



 

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტელეკომპანია მთავარის ეთერში.

კომენტარები