კორონავირუსი საქართველოში

კვირას NCDC-მ კორონავირუსზე 5 843 PCR ტესტი ჩაატარა, პასუხების 70% დადებითი აღმოჩნდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 ნოემბერს ქვეყანაში 5 632 PCR ტესტი ჩატარდა. აქედან, დაახლოებით, 70%, 3 958 პასუხი დადებითი აღმოჩნდა. 

23 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 108 690 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 012 კი გარდაიცვალა. სულ 18 482 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები