არჩევნები 2020

ეუთო არჩევნებზე: მხარეებმა უნდა დაძლიონ წინააღმდეგობა და ჩაერთონ პარლამენტის მუშაობაში

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს ეხმაურებიან. ეუთოს ლიდერების თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დაძლევა და ახალი პარლამენტის გამართული მუშაობა. 

ეუთოს არჩევნების მოკლე სადამკვირვებლო მისიის სპეცკოორდინატორისა და ხელმძღვანელის, ელონა გიებრეა ჰოქსას განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე აქტივობამ 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა მაჩვენებელს გადააჭარბა, რაც პანდემიის პირობებში ნათლად აჩვენებს არჩევნების მნიშვნელობას ქართველი ხალხისთვის და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. 

ჰოქსამ, ასევე, ისაუბრა სხვა საკითხებზეც, მათ შორის დარღვევებსა და საჩივრებზე. "საჩივრების სამართლიანი განხილვა აუცილებელია ქართველი ხალხის ნდობის გასამყარებლად არჩევნების პროცესის მიმართ. როცა ეს პროცესი დასრულებულია, თითოეულმა არჩეულმა პარტიამ უნდა მიიღოს თავისი მანდატი, შევიდნენ პარლამენტში და გააგრძელონ საქმიანობა ინსტიტუციების ფარგლებში."

ასამბლეის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფინელმა ევროპარლამენტარმა, პია კაუმამ, თავის მხრივ გაიმეორა მისიის დასკვნა და განაცხადა, რომ ჯამურად არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული. კაუამამ, ასევე, აღნიშნა საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობა და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება. 

"მოვუწოდებ პოლიტიკურ აქტორებს, დაძლიონ არსებული პოლარიზაცია და იმუშაონ სტაბილური პოლიტიკური ვითარების შესაქმნელად". – ამბობს პია კაუმა. 

შექმნილი კრიზისის დაძლევის აუცილებლობაზე საუბრობს ამერიკელი კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონიც, რომელიც ამავდროულად ეუთოს საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეა. 

"შექმნილ პოლიტიკურ ჩიხში ჩართულმა ყველა პარტიამ უნდა მონახოს გამოსავალი. ამ ამოცანის მნიშვნელობა კრიტიკულია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის."

 

 

კომენტარები