ბორატი 2

ამერიკელი ყაზახები კინოდაჯილდოებებს ბორატის დაბლოკვისკენ მოუწოდებენ

Advanced Television

ყაზახი ამერიკელების ასოციაციამ ამერიკისა და ბრიტანეთის კინოაკადემიებს, ასევე ოქროს გლობუსს ბორატის მეორე ნაწილის დაბლოკვის თხოვნით მიმართა.

"ყაზახური საზოგადოება არც თუ ისე კარგად არის წარმოჩენილი მსოფლიოში და თავისი ბუნებით მოწყვლადია. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ფეხზე დგება კოლონიალური წარსულის შემდეგ, სწორედ ამიტომ მედია საშუალებებში შესაბამისი წარმომადგენლობა არ გვყავს. საშა ბარონ კოენმა ძალიან კარგად იცის ეს ფაქტორები და ყაზახეთის ექსპლუატაციას ახდენს, იტაცებს ჩვენს ეთნიკურ იდენტობას, წარმოგვაჩენს როგორც აღმოსავლეთ ევროპელებს. ჩვენი თანამემამულეები გვატყობინებენ, რომ ბორატის გამო სექსუალური ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნი გახდნენ. კოენს შეეძლო გამოეგონებინა ქვეყანა, მაგალითად, როგორც დიქტატორის გადაღებისას მოიქცა". – წერია მიმართვაში.

მიმართვას ყაზახი ამერიკელების ასოციაციის გარდა, ჰოლივუდის კინოაკადემია და ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოც აწერს ხელს.

საშა ბარონ კოენის პერსონაჟი, ყეყეჩი ჟურნალისტი ყაზახეთიდან 2006 წელს გამოჩნდა. წარმატებული კომედიის გაგრძელება წელს გამოვიდა. 

 

კომენტარები