ბუნებრივი აირის აფეთქება

ბესიკის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ტაბულა

თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. მისამართზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, შედეგად ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი. ადგილზე ხანძრის კვალი არ ფიქსირდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის დათვალიერება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე, ბესიკის ქუჩაზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური". – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები