ბუნებრივი აირის აფეთქება

დიღმის მასივში კორპუსში აფეთქება მოხდა – დაშავებულია 1 ადამიანი

Maia Valishvili/კადრი ვიდეოდან

დიღმის მასივში კორპუსში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 1 ადამიანი. სავარაუდოდ, აფეთქება დაგროვილმა აირმა გამოიწვია.  

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დაშავებული 60-წლამდე კაცია, ის რეანიმაციაშია გადაყვანილი. 

"დამწვრობა აქვს მიღებული სახეზე, ორივე მტევანზე, წინა მხრებზე, გულმკერდის ორივე მხარეზე. 20%-ია თერმული დაზიანება მე2-მე-3 ხარისხის, ამას ემატება სასუნთქი გზების თერმული დაზიანება. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, მიმდინარეობს დამწვრობის შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა". - ამბობს ის მთავართან ინტერვიუში. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებით გაჩენილი ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს. 

კომენტარები