საქართველოს ეროვნული ნაკრები

ვაისმა თანამდებობა დატოვა, ესტონეთთან მატჩისთვის ნაკრებს რამაზ სვანაძე გაწვრთნის

Popsport

ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება. 

გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით მიიღო, საქართველო - სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ.

2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა. ვლადიმირ ვაისთან ერთად ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ითამაშა, სადაც ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

18 ნოემბერს, ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს. 39 წლის სპეციალისტი ამჟამად საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

კომენტარები