არჩევნები 2020

კორძაია: ვაშაძემ ხელისუფლებას მისცა შანსი, რომ ნაბიჯი გადმოდგას, მოლაპარაკებებზე წამოვიდეს

ეს არის ბატონი გრიგოლის პერსონალური პოზიცია, რაც ასევე გასათვალისწინებელია ჩვენთვის და ყველასთვის, მაგრამ პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ხელისუფლებისთვის, ქართული ოცნებისთვის, რადგან ბლოკი ძალა ერთობაშია ყველაზე მეტი რესურსით მუშაობდა ამ შემთხვევაში ამ არჩევნების გასაჩივრებაზე, შედეგებზე... რატომ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რა ხდება და რატომ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ სასამართლოები არც კი იხილავენ საკითხს, ისე გვეუბნებიან. ბოლოს და ბოლოს ეს არის ის, რომ ხელისუფლებამ გაწყვიტა ყველანაირი კავშირი პოლიტიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქეებთან, იმიტომ რომ ჩვენს საჩივრებს არ იხილავენ და ამ ფონზე გვეუბნებიან, რომ ჩვენი საზოგადოების არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. თვითონ სცენ პატივი... 

ჩემი აზრით, გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას მისცა შანსი, რომ გადმოდგას ნაბიჯი და წამოვიდეს მოლაპარაკებებზე... მთავარი პრობლემა ხელისუფლებაშია და არა იმაში, ოპოზიციაში ვინ რას იტყვის, ეს არ არის ძირითადი საკითხი. გრიგოლ ვაშაძემ მოიგო ქუთაისი, მაგრამ გაუყალბეს და მეორე ტური დაუნიშნეს. მთავარი სალაპარაკო ისაა ხელისუფლება როგორ იქცევა...

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თამარ კორძაია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ტელეკომპანია პირველის ეთერში ეხმაურება. ვაშაძე მიმართავს ყველა პოლიტიკურ პარტიას, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

კომენტარები