არჩევნები 2020

მარგველაშვილი: მივმართავ უცხოელ პარტნიორებს, დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით

მინდა, მივმართო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - მადლობა თანადგომისთვის და მინდა, ერთი რამ გითხრათ, მე ვიცნობ ქართულ საზოგადოებას და ქართველ ერს, თქვენც იცნობთ, მაგრამ, ალბათ, მე უკეთესად ვიცნობ. ეს იცოდეთ, როდესაც რუსთაველი ასე ივსება და როდესაც ქართველი ერის მოთმინების ფიალა ივსება, არ ყოფილა, რომ ამ ხალხს გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს. დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით. 

ამბობს ექსპრეზიდენტი, გიორიგ მარგველაშვილი. დღეს, 8 ნოემბერს, პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებაა.

კომენტარები