ლარის კურსი

ლარი დოლართან 5.5 თეთრით, ევროსთან კი 8.25 თეთრით გაუფასურდა

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან 5.5 თეთრით, ევროსთან კი 8.25 თეთრით გაუფასურდა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 3.2988 ლარია, ერთი ევროსი კი  3.8586 ლარი.

კომერციულ ჯიხურებსა და ბანკებში უცხოური ვალუტა კიდევ უფრო ძვირი ღირს – დოლარის ფასი 3.36 ლარს აღწევს, ევროსი კი 3.96 ლარს.

გუშინ, 2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი  3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის – 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 47 თეთრით, ხოლო ევროსთან 80 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები