არჩევნები 2020

15.74%-იანი უპირატესობით, საზღვარგარეთ არჩევნები ენმ-ძალა ერთობაშიამ მოიგო

ტაბულა

უცხოეთში განთავსებული 52-ვე ოლქის შედეგები დათვლილია. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საზღვარგარეთ არჩევნები 15.74%-იანი უპირატესობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ მოიგო. 

შედეგები ასე გადანაწილდა: 

ენმ-ძალა ერთობაშია – 44.79%
ქართული ოცნება – 29.05%
გირჩი – 7.83%
ევროპული საქართველო – 3.32%
ლელო – 3.22%
მოქალაქეები – 2.29%
სტრატეგია აღმაშენებელი – 2.10%
ლეიბორისტული პარტია – 1.17%
ქართული იდეა – 1.04%
სხვები – 5.19%

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის ცესკოს ხმების 99.7%, რომლის მიხედვითაც: 

ქართული ოცნება – 48.16%
ენმ-ძალა ერთობაშია – 27.12%
ევროპული საქართველო – 3.78%
ლელო – 3.16%
სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
პატრიოტთა ალიანსი – 3.15%
გირჩი – 2.89%
მოქალაქეები – 1.33%
ლეიბორისტული პარტია – 1%

ამის პარალელურად გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები