არჩევნები 2020

კობახიძისა და ივანიშვილის შემდეგ კალაძესაც მიაჩნია, რომ პარლამენტში 100 მანდატს მიიღებენ

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძისა და პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, დედაქალაქის მერსა და "ოცნების" გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, მიაჩნია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში 100 მანდატის მოპოვებას შეძლებენ.

თავდაპირველად ეს ირაკლი კობახიძემ გააჟღერა და თქვა, რომ "ყოველგვარ კოალიციაზე საუბარი ზედმეტია", რადგან, კობახიძის აზრით, ქართული ოცნება პარლამეტნში 100 მანდატს აიღებს.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის შემდეგ, იგივე გაიმეორა პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე კი, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და საქართველოს პარლმენტში 100 მანდატს მიიღებს.

" ჩვენი პარტია მიიღებს, დაახლოებით, 100 მანდატს, მე ამის თქმის უფლებას მაძლევს ის მხარდაჭერა და აქტივობა, რომელიც საარჩევნო უბნებზეა". – ამბობს კალაძე.

ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები