არჩევნები 2020

იმამკულიევი: ევროპული საქართველოს იარაღი ხალხის ხმა არის, ჩვენ არ გვჭირდება სხვა იარაღი

ტაბულა

"ევროპული საქართველოს იარაღი არის ხალხის ხმა. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი სხვა იარაღი, ტყუილია".  – ევროპული საქართველოს წარმომადგენელი მარნეულში, აჰმედ იმამკულიევი ტაბულასთან საუბრისას On.ge-ს პასუხობს. გამოცემის ცნობით, მარნეულში, ევროპული საქართველოს კანდიდატმა მათ ჟურნალისტს აჩვენა, რომ შეიარაღებულია და საქმიანობაში ხელი შეუშალა. 

ჟურნალისტ დარინა ქამადაძის თქმით, ის უბანზე ფოტოების გადასაღებად შევიდა, რეგისტრაციის დროს კი შენიშნა ადამიანი, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენა და ჰკითხა, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ პირმა ჯერ ცესკოს მიერ გაცემულ დამკვირვებლის მოწმობაზე მიუთითა, რომელიც ქურთუკის ქვეშ ჰქონდა, შემდეგ კი აჩვენა, რომ შეიარაღებულია. დარინა ქამადაძის თქმით, კითხვაზე, რატომ გადაადგილდება უბანზე იარაღით, კაცმა უპასუხა, რომ ეს მისი იარაღია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020. 

კომენტარები