არჩევნები 2020

დეგნანი: ეუთო შეაფასებს, რამდენად სამართლიანია არჩევნები, განსაზღვრავს რეფორმების გავლენას

Facebook/US Embassy Tbilisi, Georgia

საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ოფისში ვიზიტის დროს სადამკვირვებლო მისიაზე ილაპარაკა:

"საქართველომ, როდესაც ის ეუთოს (OSCE) შეუერთდა, პირობა დადო, რომ განამტკიცებდა საარჩევნო სისტემას და დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, ვნახოთ, როგორ შეაფასებს ეუთო საქართველოს მიერ მაშინდელი ძალისხმევას დღევანდელ არჩევნებზე.

ეუთო არა მხოლოდ შეაფასებს რამდენად თავისუფალი და სამართლიანია ეს არჩევნები, არამედ განსაზღვრავს მნიშვნელოვანი არჩევნების რეფორმების გავლენას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ივნისში და მიუთითებს კონკრეტულ გზებზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოს მომავალმა მთავრობამ ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ პარლამენტთან მუშაობას, რათა გავაგრძელოთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და საარჩევნო პროცესების განვითარება". - თქვა მან.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობ.

ამ თემაზე:

კომენტარები