NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირება გრძელდება, დაიბომბა ქალაქები ბარდა, სტეფანაკერტი, შუშა

ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2020 - 11:14
tbl.ge/56qj
დაკოპირდა
ქალაქი შუშა (შუში), მთიანი ყარაბაღის რეგიონი, 28 ოქტომბერიReuters
აზერბაიჯანის ქალაქ ბარდასთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში დაბომბვის შედეგად დაღუპულ 7 წლის ბავშვს კრძალავენ, 28 ოქტომბერიReuters
თავშესაფარი ქალაქ სტეფანაკერტში, მთიანი ყარაბაღის რეგიონი, 28 ოქტომბერი Reuters

მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანის მთავრობის ცნობით, რეგიონთან ახლოს მდებარე ქალაქ ბარდის დაბომბვას 21 ადამიანი ემსხვერპლა. ყარაბაღის თვითგამოცხადებული მთავრობა კი ამბობს, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს სტეფანაკერტის და ქალაქ შუშის (შუშა) დაბომბვას. სომხეთის ინფორმაციითით, სტეფანაკერტში დაიბობმა საავადმყოფო. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ამბობენ, რომ ფრონტის ხაზის ორივე მხარეს იბომბება მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია. მათი თქმით, დაიღუპა მოხალისე აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციიდან და დაშავდა კიდევ ორი თანამშრომელი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანმა აიღო სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი გუბადლი, რომელიც ირანის საზღვართან მდებარეობს.

A photo by TASS photographer Sergei Bobylev shows a Russian field camp set up near Tegh, close to the Lachin pass which connects Nagorno-Karabakh with Armenia. Azerbaijani forces have made advances towards the pass in recent days.

⚡️ Live updates: https://t.co/HfJTKa1OuA pic.twitter.com/8aBamiCvPI

— OC Media (@OCMediaorg) October 25, 2020

რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთის სოფელ ტეღთან, რომელიც ყველაზე ახლო პუნქტია ლაჩინის დერეფანთან, რუსეთის მცირე სამხედრო პოსტი აღიმართა, რომელიც რამდენიმე კარვისგან შედგება.

პოსტის არსებობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ რუსეთს და სომხეთს.

ირანის საზღვართან მდებარე ტერიტორიების დაკავების შემდეგ აზერბაიჯანი თავდასხმას სწორედ ლაჩინის მიმართულებით აგრძელებს. ეს დერეფანი აკავშირებს სომხეთს მთიანი ყარაბაღის რეგიონთან. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით აზერბაიჯანის თავდასხმა მოიგერიეს.

27 სექტემბერს კონფლიქტის დაწყების შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის სამ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა არ შეუსრულებიათ. ბოლო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალაში 26 ოქტომბერს, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლიდან მალევე, მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 29 ოქტომბერს ჟენევაში უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები.

მთიანი ყარაბაღის რეგიონისტეფანაკერტიშუშააზერბაიჯანისომხეთირუსეთი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 22:52

მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი

ტრამპი: ირანთან შეთანხმების ხელმოწერა ხვალ არის დაგეგმილი, ჰორმუზი ყველასთვის გაიხსნება
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 22:42

ტრამპი: ირანთან შეთანხმების ხელმოწერა ხვალ არის დაგეგმილი, ჰორმუზი ყველასთვის გაიხსნება

უფლებამოსილებას გადამეტებისთვის დაკავებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს – TV პირველი
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 22:05

უფლებამოსილებას გადამეტებისთვის დაკავებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს – TV პირველი

4 წელი მიჩქმალული იყო, როცა ინფორმაცია მივიღეთ, რეაგირება მოჰყვა – მდინარაძე კადრებზე
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 20:56

4 წელი მიჩქმალული იყო, როცა ინფორმაცია მივიღეთ, რეაგირება მოჰყვა – მდინარაძე კადრებზე

Reuters: ტრამპი G7-ის სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან ერთად სამუშაო სესიას დაესწრება
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 19:24

Reuters: ტრამპი G7-ის სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან ერთად სამუშაო სესიას დაესწრება

ყველაზე კითხვადი

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
1ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
2DR: რუსეთი ევროპის საზღვრებთან შეიარაღებას აძლიერებს და შესაძლო ომისთვის ემზადება
3იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
4SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
5თარხან-მოურავი: საქართველო ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში