NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
პოლონეთი

აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეებმა პოლონეთის ქალაქებში გზები გადაკეტეს - PHOTOS

სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2020 - 13:34
tbl.ge/56jj
დაკოპირდა
EPA
EPA
EPA
EPA
EPA
EPA
EPA
EPA
EPA

პოლონეთში აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეებმა სხვადასხვა ქალაქებში დროებით გზები გადაკეტეს. დედაქალაქ ვარშავაში გზების ბლოკირება პიკის საათამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრში მოძრაობა რამდენიმე საათით პრაქტიკულად გაჩერებული იყო. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ქვეითები, ველოსიპედისტები და მძღოლები.

მთლიანობაში დემონსტრანტებმა გზები 50-მდე ქალაქში გადაკეტეს.

საპროტესტო აქციები პოლონეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის შემთხვევაში აბორტი არაკონსტიტუციურია. ამ გადაწყვეტილებით, ამგვარი მიზეზით აბორტი აიკრძალება და ლეგალური იქნება მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

პირველი საპროტესტო აქცია 22 ოქტომბრის საღამოს გაიმართა, დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქციების გამო კვირას რამდენიმე ეკლესიაში წირვა ჩაიშალა.

მმართველი პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება და უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ გადაწყვეტილებაზე მან მოახდინა გავლენა. 

BBC News აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით პოლონეთში ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება აბორტის ლეგალურად გაკეთება. სტატისტიკურად ქვეყანაში ჩატარებული აბორტების 98% ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ბოლო წლებში პოლონეთში სულ ათასამდე აბორტი გაკეთდა, თუმცა უფლებადამცველების ინფორმაციით ყოველწლიურად დაახლობით 80-120 ათასი ქალი აბორტის გასაკეთებლად საზღვარგარეთ მიდის.

ასეთივე კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ ავტორებმა კანონპროექტი გაიწვიეს.

პოლონეთში ექიმების დიდ ნაწილს ხელი აქვს მოწერილი ე.წ სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტის გაკეთება კანონით დაშვებულ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.

პოლონეთივარშავაპროტესტი პოლონეთშიაბორტიაბორტის აკრძალვდასქესობრივი და რეპროდუქციული უფლებები

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 8 მაისი, 2026 - 17:55პოლონეთმა ევროკავშირის თავდაცვის პროგრამის საშუალებით €46.7 მილიარდის სესხი დაამტკიცა
  • ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025 - 13:37პოლონეთში 19 წლის სტუდენტი დააკავეს, რომელიც საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას გეგმავდა
  • ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025 - 12:43ტუსკის თქმით, პოლონეთში სარკინიგზო ხაზზე მომხდარი აფეთქება საბოტაჟი იყო
  • კვირა, 19 ოქტომბერი, 2025 - 17:51პოლონეთში, ვარშავაში, რუსეთის საელჩოს ავტომობილი გზაზე ამოტრიალდა
  • ორშაბათი, 22 სექტემბერი, 2025 - 22:54ტუსკი: ჩამოვაგდებთ ნებისმიერ მფრინავ ობიექტს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე შემოიჭრება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:53

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕