ანიმაციური ფილმების რუსული სტუდია Союзмультфильм ცნობილი მულტიპლიკაციური სერიალის Ну Погоди!-ის ახალ ეპიზოდებზე მუშაობს.
შემქმნელებმა ანიმაციის ერთ-ერთი მთავარი გმირის, კურდღლის ჩანახატი გამოაქვეყნეს. ინტერნეტ მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ანიმაციურ პერსონაჟში ზოოტოპიის გმირი ჯუდი ჰოპსი ამოიცნო. სტუდიის პოსტს მიმებისა და ხუმრობების სერია მოჰყვა.
"Союзмультфильм-მა Ну Погоди!-ის ახალი პერსონაჟები წარმოადგინა. საბჭოთა მულტფილმის რიმეიქს იღებენ თუ ზოოტოპიას?". – წერს ახალი ამბების ერთ-ერთი პორტალი.
სტუდიის გენერალური დირექტორის განცხადებით, ამჟამინდელი კურდღელი 30 ვარიანტს შორის საუკეთესო იყო.