არჩევნები 2020

ბერძენიშვილი: ჩემთვის პატივია გრიგოლ ვაშაძის წარდგენაში მონაწილეობა

მე მინდა, რომ თქვენ სწორედ ქუთაისში აირჩიოთ და რაც შეიძლება დიდი უპირატესობით ის პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო, რომ მე აქ ვიდგე. მასთან ერთად. არცერთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ, მე ვარ გრიგოლ ვაშაძის შეხვედრაზე. მე მადლობა მინდა მას გადავუხადო ჩემი მოწვევისთვის და ჩემთვის პატივია მის წარდგენაში მონაწილეობა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული წარსული, ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეფასებები წარსულზე, რესპუბლიკურ პარტიასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს გაცილებით მეტი. როგორც მაშინ, იმ 2003 წელს, ჩვენ დავძლიეთ ქვეყნის უვარგისი ხელისუფლება ერთობით, ახლაც დავძლევთ ქვეყნის უვარგის ხელისუფლებას კვლავ ერთობით. წინ კოალიციური ხელისუფლებისკენ! არცერთი პოლიტიკური სუბიექტი არ არის საკმარისი ქვეყანაში სრული პოლიტიკური კონსენსუსისთვის...

თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთოაბაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარდგენაზე.

კომენტარები