ძარცვა

ქობულეთში ინკასატორი გაძარცვეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო

ქობულეთში ინკასატორი გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა, საქართველოს ბანკის ცნობით, მათი კუთვნილი ინკასაციის მანქანა არ გაუძარცვავთ.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს" - აცხადებს საქართველოს ბანკი. 

ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის ფული წაიღო თავდამსხმელმა.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. 

კომენტარები