ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ხარვეზები არსებობს და ამ ხარვეზებს ჩვენც კარგად ვხედავთ

ხარვეზები ყველგან არსებობს და ამ ხარვეზებს ჩვენც კარგად ვხედავთ. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის უწყებებთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ამიტომ, გპირდებით, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება რეგულარული. ყველა სამინისტროს აქვს მიღებული შესაბამისი დავალება, რომ მოქალაქეებთან აბსოლუტურად ღიად იყოს განხილული ის საკითხები, რომელიც ხარვეზებს ეხება, თუნდაც მტკივნეული.

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები