NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირება გრძელდება, იზრდება სამოქალაქო მსხვერპლი - PHOTOS

ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2020 - 13:38
tbl.ge/55s4
დაკოპირდა
საარტილერიო ცეცხლისგან დაზიანებული სახლი, სოფელი შოში, მთიანი ყარაბაღის რეგიონი, 17 ოქტომბერი
სტეფანაკერტის საავადმყოფო, 17 ოქტომბერიAP
მამას ხელში უჭირავს დაბომბვის დროს დაღუპული 10 თვის შვილის ცხედარი. განჯა, ზერბაიჯანი, 17 ოქტომბერიAP
აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში ლოცვას კითხულობენ გარდაცვლილთათვის. საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის 1 წლის ბავშვი. 17 ოქტომბერიAP
საარტილერიო ცეცხლისგან განადგურებული საცხოვრებელი სახლი, სტეფანაკერტი, მთიანი ყარაბაღის რეგიონი, 17 ოქტომბერიAP
საარტილერიო ცეცხლისგან განადგურებული საცხოვრებელი სახლი, სტეფანაკერტი, მთიანი ყარაბაღის რეგიონი, 17 ოქტომბერიAP
განჯა, აზერბაიჯანი, 17 ოქტომბერიAFP
განჯა, აზერბაიჯანი, 17 ოქტომბერიFrance 24
სტეფანაკერტი, მთიანი ყარაბაღის რეგიონი, 17 ოქტომბერიAP
სტეფანაკერტი, მთიანი ყარაბაღის რეგიონი, 17 ოქტომბერიAP

ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე შეთანხმების მიღწევის მცდელობის მიუხედავად, 18 ოქტომბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი კვლავ დაადანაშაულეს თავდასხმაში.

მეორე შეთანხმების თაობაზე განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს და მოუწოდა, შეესრულებინათ მოსკოვში მიღწეული პირველი შეთანხმების პირობები.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, შუშან სტეპანიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეტევას სამხრეთის ფრონტიდან აგრძელებდნენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ შეთანხმების მიუხედავად, სომხეთმა კონფლიქტის ზონაში გამოიყენა საარტილერიო ჭურვები და სცადა თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით. აზერბაიჯანის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით, მათ სომხური Su-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც ჯებრაილის მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე საჰაერო თავდასხმას ცდილობდა. სომხეთი ამ ინფორმაციას უარყოფს.

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული მთავრობის მიხედვით, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ მათი ძალების 710 წარმომადგენელი და 36 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანი სამხედრო ძალებში მსხვერპლის თაობაზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს, თუმცა, აცხადებენ, რომ დაიღუპა 60 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 270.

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა.

მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის ლაპარაკია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე შეთანხმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 17 ოქტომბერს, ბაქოს განცხადებით, განჯაზე სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამავდროულად, ერევანმა ბაქო დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სტეფანაკერტზე საარტილერიო შეტევის განხორციელებაში - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეტევის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი.

მთიანი ყარაბაღის რეგიონისომხეთიაზერბაიჯანი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 00:55

'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს

პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 22:52

პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:23

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:14

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 19:03

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი

ყველაზე კითხვადი

ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
1ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
22015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
3ჰიპერი: ისტორიის გადაწერის მცდელობაა, თითქოს ევროკავშირი ბელარუსს ომში ითრევს
4როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
5CENTCOM: ირანის წინააღმდეგ, ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების საპასუხოდ, იერიშების სერია დავიწყეთ

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში