პოლიტიკური დებატები

ვაშაძე: ბატონო ბიძინა, გამოუშვით გახარია დებატებზე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დებატებზე გაუშვას.

"ბატონო ბიძინა, მთელი საქართველო ელოდება 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ დებატებს სტრატეგია აღმაშენებელსა და ქართულ ოცნებას შორის. 

ბატონი გახარია თავად ვერ იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი ქართული ოცნებიდან ამ მნიშვნელოვან დებატებზე, არადა, ხალხი ელოდება პრემიერმინისტრობის კანდიდატებიდან მოისმინოს პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა, ხალხი ელოდება პასუხებს, თუ როგორ გამოვა ქვეყანა ინ ჩიხიდან, რომელშიც ქართული ოცნების 8 წლიანმა მმართველობამ შეიყვანა.

ამიტომაც, მოგმართავთ თქვენ, როგორც პარტიის თავმჯდომარეს და გადაწყვეტილებების მიმღებ პირს - ბატონო ბიძინა, გამოუშვით გახარია დებატებზე!" – წერია ვაშაძის განცხადებაში. 

გიორგი გახარიას დებატებში გიორგი ვაშაძე და ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე იწვევენ. 

გახარიამ 7 ოქტომბერს ვაშაძესა და ხაზარაძესთან დებატებზე თქვა, რომ "დრო არ მაქვს, თუმცა ეს დებატები შედგება."

კომენტარები