ქანიე ვესტმა წინასაარჩევნო ვიდეო გამოაქვეყნა

Metro

ჰიპ-ჰოპ არტისტმა და ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქანიე ვესტმა პირველი წინასაარჩევნო ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეოში, რომელსაც "ჩვენ ქცევა-რწმენას ეფუძნება" ჰქვია, რეპერი ამერიკის შავ-თეთრი დროშის ფონზე სიტყვას წარმოთქვამს.

"როგორია ამერიკის ბედი? რა სჯობს ჩვენი ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის? რა არის სამართლიანობა? ვიფიქროთ ამ საკითხებზე. ოცნების ასახდენად უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა. მეტად რელიგიურები უნდა გავხდეთ, რწმენა ლოცვით უნდა აღვიდგინოთ. იმისათვის, რომ ავღორძინდეთ ერთმანეთს უნდა ვემსახუროთ, მხარი დავუჭიროთ, გავამხნევოთ. უნდა ვიხელმძღვანელოთ რწმენით. ძლიერი ოჯახი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. ოჯახები ის ბლოკებია, რომლითაც ერი შენდება. რწმენით ჩვენ ისეთები ვიქნებით, როგორებიც ღმერთს სურს". – ამბობს მიმართვაში მუსიკოსი. 

ვესტმა საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს ჩაერთო, მას შემდეგ მუსიკოსმა ამომრჩეველთან მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, ხოლო სადებიუტო ვიდეო არჩევნებამდე 22 დღით ადრე გამოაქვეყნა.

კომენტარები