ახალი კორონავირუსი საქართველოში

თბილისის 32-ე სკოლა COVID-19-ის შემთხვევების გამოვლენის გამო დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

thedailysheeple.com

თბილისის 32-ე საჯარო სკოლა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის გამო დისტანციურ სწავლაზე გადავიდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ინფიცირებულია მეოთხე კლასის ერთი მოსწავლე და დირექტორის მოადგილე.

"ბავშვი ოჯახთან ერთად არის გადაყვანილი ინფექციურ საავადმყოფოში. რაც შეეხება ჩემს მოადგილეს, ის გადაყვანილია COVID-სასტუმროში, ვირუსი მსუბუქ ფორმაში აქვს.

სკოლა 20 ოქტომბრის ჩათვლით იქნება სწავლების დისტანციურ რეჟიმზე". – ამბობს 32-ე სკოლის დირექტორი.

9 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 313 ადამიანი და გარდაიცვალა – 6.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  

კომენტარები