ბელარუსი

ტიხანოვსკაია: ლუკაშენკოს გასამართლება, შესაძლოა, მოლაპარაკების საკითხი იყოს

სვეტლანა ტიხანოვსკაია
AFP

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, თქვა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგომის ნაცვლად იმუნიტეტის მინიჭების შესაძლებლობა შესაძლოა მოლაპარაკების საკითხი იყოს, რათა ქვეყანამ კრიზისს თავი დააღწიოს. 

ბელარუსის ოპოზიციას ნათქვამი აქვს, რომ ალქსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანას განიხილავს მომიტინგეთა დარბევის გამო. 

ტიხანოვსკაიას ჰკითხეს, სურს თუ არა, ლუკაშენკო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ნახოს, რაზეც მან უპასუხა, რომ ლუკაშენკოს პირადად  სისასტიკეს ვერ აპატიებს, თუმცა ესმის, რომ ეს საკითხი მოლაპარაკების თემა უნდა იყოს. 

"თუ ეს არის გამოსავალი, რომ ის სადმე ზღვისპირას წავიდეს და დრო იქ გაატაროს, მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია. უბრალოდ, დაგვტოვე და ჩვენ ჩვენ ქვეყანას ავაშენებთ. ესაა და ეს," - აღნიშნა ტიხანოვსკაიამ

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ოპოზიცია და მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს.

კომენტარები