შსს

კახეთის ორ სოფელში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვარდა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში, სოფელ უდაბნოსა და სანავარდოში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს, 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები