საპროტესტო აქცია ბათუმში

"მოვითხოვთ არსებობის საშუალებას" – ბათუმში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ajaratv.ge

"მოვითხოვთ არსებობის საშუალებას" – ბათუმში მოქალაქეები ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ საბანკო ვალდებულებების გადავადებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასა და სახელმწიფოს მიერ დაწესებული კომპენსაციის გაზრდას. მათი თქმით, თუ აღნიშნული მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილს დაიწყებენ.

"შიმშილისთვის ისედაც გაგვწირეს, უბრალოდ ლოკაციას შევიცვლით და აქ ვიშიმშილებთ [...] ვითხოვთ საარსებო მინიმუმს, თხოვნა არაა ეს, ჩვენ ამას მოვითხოვთ". – ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

მოქალაქეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

კომენტარები